Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო იწყებს ეგეოსის ზღვაში პატრულირებას


ნატო თანახმაა, დაუყოვნებლივ დაიწყოს პატრულირება ეგეოსის ზღვაში, რათა ხელი შეუშალოს ტრეფიკერებს, რომლებსაც მიგრანტები ევროპაში გადჰყავთ. ნატოს გადაწყვეტილება, რომელიც ალიანსმა გერმანიის, საბერძნეთისა და თურქეთის თხოვნით მიიღო, ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გამოაცხადა ბრიუსელში, ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე. სტოლტენბერგის განმარტებით, ნატოს ხომალდები დაუყოვნებლივ დაიწყებენ პატრულირებას თურქეთსა და საბერძნეთს შორის წყლებში. მისივე თქმით, მისიის ამოცანა არის არა ლტოლვილების გემების შეჩერება, ან უკან გაბრუნება, არამედ „მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვება და თვალთვალი ადამიანების ტრეფიკინგთან ბრძოლის ხელშესაწყობად“. გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ინფორმაციით, წელს უკვე 75 ათასამდე მიგრანტი ჩავიდა საბერძნეთში ზღვის გავლით. ამასთან, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ცნობით, 400-ზე მეტი მიგრანტი დაიღუპა ხმელთაშუა ზღვის გადალახვის მცდელობისას.

XS
SM
MD
LG