Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო განიხილავს რუსეთის საზღვართან ჯარის გაზრდის საკითხს


ნატოს წვრთნა იტალიის ქალაქ ტრაპანიში
ნატოს წვრთნა იტალიის ქალაქ ტრაპანიში

„უოლ სტრიტ ჯორნალი“ იტყობინება, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი განიხილავს რუსეთის საზღვართან განლაგებული ჯარის რაოდენობის გაზრდის საკითხს. ერთი გეგმის თანახმად, ბატალიონები განლაგდება პოლონეთსა და ბალტიის სამ ქვეყანაში, ხოლო სხვა გეგმის მიხედვით, ნატოს ბალტიის ყოველ ქვეყანაში თითო ბატალიონი ეყოლება - იუწყება გაზეთი, რომელშიც სამხედრო და დიპლომატიური წყაროებია მითითებული.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ყირიმის ანექსია მოახდინა, ქვეყნები დარწმუნდნენ, რომ საჭიროა მომდევნო ნაბიჯების გადადგმა. რუსეთმაც დაიწყო სამხედრო წვრთნები რეგიონში, რაც შეშფოთებას იწვევს მეზობელ ქვეყნებში.

რუმინეთის პრეზიდენტის განცხადებით, ბულგარეთი, ჩეხეთი, ესტონეთი, უნგრეთი, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, რუმინეთი და სლოვაკეთი გამოიყენებენ 4 ნოემბერს დანიშნულ ბუქარესტის ნატოს სამიტს, რათა მოითხოვონ ზომების მიღება ნატოსგან აღმოსავლეთ საზღვრის გასამაგრებლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG