Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არის თუ არა ნატოსთვის „ცუდი სიგნალი“ ქართველი მაღალჩინოსნების პასუხისგებაში მიცემა?


ირაკლი სესიაშვილი
ირაკლი სესიაშვილი
პრაღაში მიმდინარეობს ნატოს საპარლამენტო ასამბლეა, რომლის ფონია საქართველოში დაწყებული გამოძიება და მძიმე ბრალდება ყოფილი თავდაცვის მინისტრის, გაერთიანებული შტაბის უფროსისა და ერთ-ერთი ბრიგადის მეთაურის წინააღმდეგ. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სიტუაციაში გარკვევამდე, ნატოს შტაბ-ბინამ უკვე გადადო სამხედრო კომიტეტის დაგეგმილი სხდომა საქართველოში. თუმცა, ვითარება კიდევ უფრო გაუგებარი გახდა მას შემდეგ, რაც საპროცესო გარიგებით ციხიდან გამოსულ ბრიგადის გენერალ გიგი კალანდაძეს, რომელსაც მძიმე დანაშაულში ედება ბრალი, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა არმიაში დაბრუნება და მთავარი სამხედრო შტაბის გაძღოლა დაავალა. საპარლამენტო ასამბლეაზე მყოფმა დეპუტატებმა მიხეილ სააკაშვილის ამ გადაწყვეტილებას „სახელმწიფოსათვის ზიანის მომტანი“ უწოდეს. საქართველოს თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს ირაკლი სესიაშვილს და საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან ვიქტორ დოლიძეს, ყოველკვირეული სამხედრო პროგრამის „ჯარისკაცი და სახელწმიფოს“ ავტორი კობა ლიკლიკაძე ესაუბრა.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG