Accessibility links

logo-print

დაიწყო ნატოს თავდაცვის მინისტრების ორდღიანი შეხვედრა


ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში, ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრთა ორდღიანი შეხვედრა დაიწყო. ოთხშაბათს ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება, თუმცა მინისტერიალის მთავარი თემებია ავღანეთში ნატოს მისიის ბედი და კიბერუსაფრთხოება, რომლის თაობაზეც ნატოს მინისტრები ალიანსის არსებობის განმავლობაში პირველად იმსჯელებენ. თავდაცვის მინისტრთა ორდღიანი სხდომის გახსნისას ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ალიანსის ქვეყნების კიბერსივრცის თავდაცვა ნატოს მთავარ გამოწვევად დაასახელა.

XS
SM
MD
LG