Accessibility links

logo-print

ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა საქართველოსთან ერთად მიაღწიეს პროგრესს


საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე და ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი

საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე და ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი

ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა საქართველოსთან ერთად მიაღწიეს პროგრესს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისაკენ მიმართული „არსებითი პაკეტის“ იმპლიმენტაციის მხრივ, რომლის ერთ-ერთ უმთავრეს ასპექტს საქართველოს ტერიტორიაზე ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის შექმნა წარმოადგენს. ალიანსი მიესალმება ნატოს ეგიდით ავღანეთში მიმდინარე მისიებსა და ოპერაციებში საქართველოს მიერ შეტანილ წვლილს, ნათქვამია ნატო-საქართველოს კომისიის ერთობლივ განცხადებაში, რომელშიც დაგმობილია ასევე რუსეთის მიერ, საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევით, თვითგამოცხადებულ აფხაზეთთან დადებული ხელშეკრულება.

XS
SM
MD
LG