Accessibility links

logo-print

გენერალი პაველი: საქართველო პასუხობს ნატოს სამხედრო მოთხოვნებს


ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ჩეხმა გენერალმა პეტრ პაველმა განაცხადა, რომ საქართველო პასუხობს ალიანსის სამხედრო მოთხოვნებს. „მიიღებს თუ არა საქართველო ვარშავის [2016 წლის ივლისის] სამიტზე [ნატოში გაწევრიანების] მოსაწვევს, - ეს, ცხადია, ერთობ პოლიტიკური საკითხია და, აქედან გამომდინარე, მე არ მაქვს მასზე პასუხი. სამხედრო თვალსაზრისით, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, არის ის, რომ ვაგრძელებთ შეფასებას. სამხედრო კრიტერიუმის მხრივ, საქართველო პასუხობს ნატოს წევრობისათვის დადგენილ მოთხოვნებს. პოლიტიკური შეფასება კი, ცხადია, ჩემს თვალთახედვას აღემატება,“- ასე უპასუხა არმიის გენერალმა პეტრ პაველმა 20 ოქტომბერს საქართველოს ალიანსში გაწევრიანების შესახებ ევროპის პარლამენტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის წევრების შეკითხვას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG