Accessibility links

ნატომ ოფიციალურად მიიწვია ჩერნოგორია თავის რიგებში


ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი (მარჯვნივ) და ჩერნოგორიის საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრი იგორ ლუკსიჩი ერთობლივ პრესკონფერენციაზე ბრიუსელში. 2015 წ. 2 დეკემბერი.

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი (მარჯვნივ) და ჩერნოგორიის საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრი იგორ ლუკსიჩი ერთობლივ პრესკონფერენციაზე ბრიუსელში. 2015 წ. 2 დეკემბერი.

ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ ალიანსში ჩერნოგორიის ოფიციალურად მიწვევაზე. ნატოს მინისტრების ეს გადაწყვეტილება ბრიუსელში მიმდინარე შეხვედრაზე გამოაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა. „ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ეს-ესაა მიიღეს ისტორიული გადაწყვეტილება, ჩერნოგორიას შესთავაზონ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დაწყება, რათა ის ჩვენი ალიანსის 29-ე წევრი გახდეს. ვულოცავთ ჩერნოგორიის მთავრობასა და ჩერნოგორიის ხალხს ამ ძალისხმევასა და ამ მიღწევას. ეს არის ძალიან კარგი დღე ჩერნოგორიისათვის, ძალიან კარგი დღე დასავლეთ ბალკანეთისათვის და ძალიან კარგი დღე მთელი ალიანსისათვის“, განაცხადა სტოლტენბერგმა. ჩერნოგორია, ადრიატიკის ზღვის პირას მდებარე ქვეყანა 600 ათასკაციანი მოსახლეობით, 2017 წელს გახდება ნატოს წევრი. ჩერნოგორიის ვიცე-პრემიერმა, იგორ ლუკსიჩმა ნატოს წინადადებას უწოდა „პოზიტიური სიგნალი“ მთელი დასავლეთ ბალკანეთისათვის. ნატოს გაფართოების ბოლო ეტაპი აქამდე იყო 2009 წელს ალბანეთისა და ხორვატიის მიღება. ჩერნოგორიის ნატოში შესვლა უკმაყოფილებას იწვევს რუსეთში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG