Accessibility links

logo-print

ნატოს საინფორმაციო ბიუროს ხელმძღვანელი: ალიანსმა მოსკოვთან უნდა შეინარჩუნოს საკომუნიკაციო არხები


რობერტ პშჩელი

რობერტ პშჩელი

რობერტ პშჩელი მოსკოვს ტოვებს, ამოწურა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მოსკოვის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელად თავისი მუშაობის ვადა. ის უნდობლობას მიიჩნევს რუსეთსა და ნატოს შორის ურთიერთობის მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად. თუმცა, პშჩელი, რომელმაც მოსკოვში ოთხ წელიწადზე მეტხანს დაჰყო, ფიქრობს, რომალიანსმა მოსკოვთან საკომუნიკაციო არხები უნდა შეინარჩუნოს. „მე ამას გაყინულ პარტნიორობას ვუწოდებდი. არ მინდა, ვიხმარო სიტყვა კონფრონტაცია. იმედია, ეს კონფრონტაცია არ არის, თუმცა ურთიერთობა დაძაბულია და მთავარი პრობლემა ნდობის ნაკლებობაა. ნატო, ისევე როგორც ევროპის კავშირი, სხვა ქვეყნებიც თვლიან, რომ რუსეთი არღვევს საერთაშორისო სამართალს, მსოფლიო წესრიგის და უსაფრთხოების არქიტექტურის მთავარ საყრდენს, როცა ძალის გამოყენებით იპყრობს ყირიმს და იარაღით თუ სხვა ფორმით მხარს უჭერს სეპარატისტებს აღმოსავლეთ უკრაინაში“ – აცხადებს რობერტ პშჩელი, 52 წლის პოლონელი, რომელიც მოსკოვში 2010 წლის დეკემბერში ჩავიდა ნატოს საინფორმაციო ცენტრის გასაძღოლად. ეს იყო ნატოს ლისაბონის სამიტის შემგომ, როცა ალიანსსა და მოსკოვს შორის ურთიერთობის ახალი ეპოქა, „სტრატეგიული პარტნიორობა“ დაიწყო. კრემლის მიერ ყირიმის ანექსიის და აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების, 2014 წლის აპრილის შემდეგ,გაეროს თანახმად,უკრაინაში 6400 ადამიანია მოკლული. რობერტ პშჩელი საუბრობს რუსეთთან თანამშრომლობის სფეროებზე:

ნატო, კიევი, დასავლეთის მთავრობები რუსეთს ადანაშაულებენ, რომ უკრაინაში სეპარატისტებსამარაგებს იარაღით და უწევს სხვა სახის დახმარებას. კრემლი უარყოფს ამ კონფლიქტში მონაწილეობას. კრემლის წარმომადგენლები ნატოსა და აშშ-ს, ევროკავშირს იქით სდებენ კონფლიქტის გაჩაღებაში ბრალს, როცა ზურგი გაუმაგრეს კიევის პროდასავლურ მთავრობას. ეს მოსკოვისთვის უკანონო ქმედებაა. უკანასკნელ პერიოდში ბრძოლების გახშირება აღმოსავლეთ უკრაინაში, არეალში, სადაც თებერვლის შემდეგ მოქმედებს მინსკში მიღწეული შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, ზრდის შეშფოთებას, რომ შეთანხმება, საერთოდ, შეიძლება გაუქმდეს. მოსკოვში ნატოს საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ეხმიანება დასავლეთის პოზიციას, რომ კონფლიქტის მოგვარებაში პასუხიმგებლობა რუსეთს აკისრია და პშჩელს ადვილადაც კი მიაჩნია კონფლიქტის მოგვარება:

რობერტ პშჩელი ამ მოკლე ინტერვიუში ლაპარაკობს ნატოს ინტერესზე, შენარჩუნებულ იქნეს მოსკოვის ბიურო და გააგრძელდეს მისი საქმიანობა. ისევე, როგორც, ფუნქციონირებას არ წყვეტს ბრიუსელში რუსეთის წარმომადგენლობა – აღნიშნა პშჩელმა. საჭიროა, შევინარჩუნოთ კომუნიკაციის ეს შესაძლებლობები და ურთიერთობის არხები ღია დავტოვოთ, – ფიქრობს ნატო-რუსეთის ახლო მომავალის ურთიერობის შესახებ რობერტ პშჩელი, მოსკოვში ნატოს საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი, რომელსაც ამ თანამდებობაზე ყოფნის ვადა რამდენიმე თვის წინ ამოეწურა, მაგრამ, ხელმძღვანელობის თხოვნით,რამდენიმე თვით მეტხანს საქმიანობდა რუსეთში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG