Accessibility links

logo-print

ირაკლი სესიაშვილი: ყველა დონეზე ახლოს ვართ ნატოს ღირებულებებთან


ირაკლი სესიაშვილი

ირაკლი სესიაშვილი

ბრიუსელში ნატოს მინისტერიალის დასრულების შემდეგ ალიანსის წინაშე მდგარ გამოწვევებზე საუბარი გაგრძელდება ნორვეგიის ქალაქ სტავანგერში, სადაც ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. ასამბლეას, რომელიც ალიანსის 28 წევრი სახელმწიფოსა და 23 მოკავშირე ქვეყნების კანონმდებლებს აერთიანებს, დაარსებიდან 60 წელი შეუსრულდა. თუმცა ამ საიუბილეო თარიღს ალიანსი და მისი საპარლამენტო შტო „ალიანსის საზღვრებთან არსებული სერიოზული არასტაბილურობის ვითარებაში ხვდებიან“, - ნათქვამია ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ოფიციალურ ცნობაში. სტავანგერში იმყოფება საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, რომლის ხელმძღვანელს, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილს რადიო თავისუფლება ტელეფონით დაუკავშირდა ასამბლეის მუშაობის დღის წესრიგისა და ვარშავის სამიტამდე საქართველოს წინაშე მდგარი ამოცანების თაობაზე.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG