Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო ამთავრებს აღმოსავლეთის ფლანგზე სამხედრო ძალის განმტკიცების გეგმის შეთანხმებას


იენს სტოლტენბერგი
იენს სტოლტენბერგი

ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები 19 მაისს ამთავრებდნენ ალიანსის სამხედრო ძალის ყველაზე მასშტაბური განმტკიცების გეგმის შეთანხმებას ცივი ომის შემდეგომ პერიოდში.

ეს წარმოადგენს საპასუხო ზომას, მათი თქმით, სულ უფრო მეტად აგრესიული და არაპროგნოზირებადი რუსეთის მიმართ. ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართული ორდღიანი შეხვედრის პირველ დღეს განაცხადა, რომ მოლაპარაკება შეეხებოდა „ყველა მნიშვნელოვან საკითხს“ ივლისში პოლონეთში დანიშნული საეტაპო სამიტისთვის მოსამზადებლად. როგორც ვარაუდობენ, პოლონეთის სამიტზე ნატოს ლიდერები ოფიციალურად დაამტკიცებენ ალიანსის აღმოსავლელ წევრებში მეტი სამხედრო ძალის განთავსების გეგმას, როგორც ნაწილს „შეკავების და დიალოგის“ სტრატეგიისა. სამხედრო წარმომადგენლობის განმტკიცება მიზნად ისახავს ნატოს აღმოსავლელი წევრების დარწმუნებას, რომ ისინი მარტო არ იქნებიან იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი გაიმეორებს თავის ნაბიჯებს - ისეთს, როგორიც იყო ყირიმის უკანონო ანექსირება და ოკუპაცია და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG