Accessibility links

logo-print

ბრიუსელში იმსჯელებენ ავღანეთში ნატოს მომავალ როლზე


ფოტო: ©Shutterstock

ფოტო: ©Shutterstock

ბრიუსელში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ ავღანეთში ალიანსის მომავალ როლზე. სულ უფრო ხშირად გამოითქმის მოსაზრება, რომ, უსაფრთხოების მხრივ ვითარების გაუარესების ფონზე, საჭიროა გადაიდოს ავღანეთში უცხოელი სამხედროების რიცხვის შემცირება. ავღანელმა სამხედროებმა ოფიციალურად 1 იანვარს ჩაიბარეს უსაფრთხოებაზე ზრუნვის ამოცანა, მაგრამ უჭირთ თალიბებისა და სხვა ისლამისტების მზარდ ძალადობასთან გამკლავება. სექტემბერში თალიბებმა მოკლე ხნით კონტროლი დაამყარეს ჩრდილოეთში მდებარე ყუნდუზის პროვინციის დედაქალაქზე. ოქტომბერში შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გამოაცხადა, რომ მისი ქვეყანა მომავალი წლის შემდეგაც გააგრძელებს ავღანეთის მისიას. ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 30 ნოემბერს უთხრა ჩვენს რადიოს, რომ ალიანსი აპირებს, ავღანეთში მომავალ წელსაც დატოვოს ჯარისკაცების ამჟამინდელი რაოდენობა - 12 000-მდე ადამიანი.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG