Accessibility links

logo-print

პოლონეთში აშშ გახსნის სამხედრო მშენებლობას, რომელიც იქნება ნაწილი ნატოს ფართო, ევროპული ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემისა. ვაშინგტონი აცხადებს, რომ ეს სისტემა ნატოს დაიცავს უწინარესად ახლო აღმოსავლეთიდან მომავალი, მოკლე და საშუალო რადიუსზე მოქმედი რაკეტებისგან.

რუსეთი რადიკალურად ეწინააღმდეგება თავდაცვითი ქსელის მშენებლობას და აცხადებს, რომ მისი რეალური მიზანია რუსეთის ბირთვული შემაკავებელი ძალისთვის ძირის გამოთხრა და რეგიონული სტრატეგიული ბალანსის შეცვლა. 12 მაისს აშშ-მა რუმინეთში აამოქმედა მიწისზედა ბაზირების რაკეტგადამტაცი სადგური, ევროპის ანტისარაკეტო ფარის პირველი კომპონენტი, რასაც მყისვე მოჰყვა რუსეთის მძაფრი კრიტიკა. პოლონეთის ჩრდილოეთში, რეძიკოვოში მიმდინარე მშენებლობა 2018 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს. ადგილი დაახლოებით 250 კილომეტრითაა მოშორებული რუსეთის ექსკლავს, კალინინგრადს. ობიექტზე განთავსდება 24 სახმელეთო SM-3 რაკეტა და ანტისარაკეტო სისტემები.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG