Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო იწყებს თავის ისტორიაში უმსხვილეს წვრთნას


იწყება ნატოს წვრთნა. ქალაქი ტრაპანი
იწყება ნატოს წვრთნა. ქალაქი ტრაპანი

ნატო იწყებს თავის ისტორიაში უმსხვილეს წვრთნას, „ტრაიდენტ ჯანკჩერს“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 30-ზე მეტი ქვეყნის 36 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე.

ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილის, ალექსანდრ ვერშბოუს განცხადებით, წვრთნამ უნდა გამოამჟღავნოს ნატოს მზადყოფნა, გაუმკლავდეს ნებისმიერ ამოცანას. იტალიის ქალაქ ტრაპანიში, წვრთნის დაწყებისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე გამოსვლისას, ვერშბოუმ განაცხადა, რომ მსოფლიოში შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარება დღეს გაცილებით ნაკლებად სტაბილურია, ვიდრე „ცივი ომის“ წლებში იყო, როცა ნატომ ასეთი მასშტაბის ბოლო მანევრები გამართა.

გენერალური მდივნის მოადგილის თქმით, ამჟამად საქმე გვაქვს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიასთან, სეპარატისტების მხარდაჭერასთან აღმოსავლეთ უკრაინაში, აგრეთვე, ტერორისტული ორგანიზაციების მოქმედებებთან ლიბიასა და სირიაში. მანევრები ოთხშაბათს დაიწყება და ფიქციურად ასახავს დიდი სახელმწიფოს შეჭრას ნატოს წევრ მცირე ქვეყანაში. ვერშბოუმ უარყო ვარაუდი, რომ ეს წარმოსახვითი აგრესორი ქვეყანა რუსეთია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG