Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალექსეი ნავალნის ხუთწლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდეს


რუსეთში სასამართლომ ხუთწლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდა ოპოზიციის ლიდერს, ალექსეი ნავალნის. წინა ინსტანციის სასამართლოს მისთვის ხუთი წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი სახელმწიფო კომპანია „კიროვლესის“ კუთნვილი თანხების მითვისების ბრალდებით. კიროვის სასამართლოსთან ჟურნალისტებთან საუბრისას, ნავალნიმ „უსამართლო“ უწოდა დღევანდელ გადაწყვეტილებას. „კი, ეს პირობითი ვადაა და, როგორც ჩანს, შემიფარდეს იმისათვის, რომ ფართო მასა არ აღშფოთდეს. მე ახლა თავისუფალი ვარ, მაგრამ მცირე ადმინისტრაციულ დარღვევასაც კი შეუძლია ამ პირობითი სასჯელის რეალურად ქცევა. ჩვენ, რასაკვირველია, გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას, რადგან მას არანაირი საფუძველი არ გააჩნია“, განაცხადა ალესქეი ნავალნიმ, რომელიც პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ყველაზე გავლენიან ოპონენტად ითვლება და თავის სამართლებრივ დევნას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს. მას წელს, 18 ივლისს მიუსაჯეს ხუთი წლით პატიმრობა კომპანია „კიროვლესის“ კუთვნილი 16 მილიონი რუბლის მითვისების ბრალდებით. ნავალნისთან ერთად გასამართლებულ პიოტრ ოფიცეროვს სასამართლომ ოთხწლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდა.
XS
SM
MD
LG