Accessibility links

logo-print

ნავთობის ფასი ამ კვირაში უკვე მეორედ ჩასცდა ბარელში 30 დოლარს, რის ერთ-ერთ მიზეზადაც მიჩნეულია ირანიდან ნავთობის ექსპორტის მალე განახლების პერსპექტივა. ირანი შეძლებს ექსპორტის განახლებას, თუ ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო მივა დასკვნამდე, რომ თეირანმა შეასრულა შარშან ივლისში ხელმოწერილი შეთანხმებით განსაზღვრული მოთხოვნები, რომლებიც ითვალისწინებს ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვას მის წინააღმდეგ მიმართული სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ. როგორც იუწყებიან, ატომური ენერგეტიკის სააგენტომ შესაძლოა 15 იანვარს წარმოადგინოს თავისი დასკვნა. ნავთობის ჭარბი პროდუქციის შედეგად, ბოლო წელიწადნახევარში ის 70%-ზე მეტით გაიაფდა, რაც მძიმე დარტყმაა რუსეთისათვის და ნავთობისა და გაზის ექსპორტზე დამოკიდებული სხვა ქვეყნებისათვის. რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დმიტრი მედვედევმა 15 იანვარს დაავალა მთავრობას იმის განსაზღვრა, თუ რომელი ხარჯების მნიშვნელოვნად შეკვეცა არის შესაძლებელი. მედვედევის განმარტებით, ბოლო კვირებში ნავთობის ფასის „დრამატული“ ცვლილება „უაღრესად სერიოზულ საფრთხეს“ უქმნის ბიუჯეტის შესრულებას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG