Accessibility links

logo-print

პაკისტანის პრემიერ-მინისტრი პირობას დებს, რომ ბოლოს მოუღებს „ღირსების მკვლელობებს“


შარმინ ობაიდ-ჩინოი ოსკარით დაჯილდოებისას 2012 წელს

შარმინ ობაიდ-ჩინოი ოსკარით დაჯილდოებისას 2012 წელს

პაკისტანის პრემიერ-მინისტრი ნავაზ შარიფი პირობას დებს, რომ ბოლოს მოუღებს „ღირსების მკვლელობებს“ თავის ქვეყანაში. ეს პირობა მან დადო, როცა ულოცავდა რეჟისორ შარმინ ობაიდ-ჩინოის „ოსკარზე“ მისი დოკუმენტური ფილმის ნომინირებასთან დაკავშირებით. პაკისტანში ყოველ წელს ასობით გოგონას და ქალს კლავენ საკუთარი ოჯახის წევრები, მათი აზრით, ოჯახის ღირსების დასაცავად. პრემიერ-მინისტრის განცხადებაში საუბარია „მთავრობის მტკიცე გადაწყვეტილებაზე“, პაკისტანი გაათავისუფლოს „ამ ბოროტებისაგან შესაბამისი კანონის მიღებით“. რეჟისორ შარმინ ობაიდ-ჩინოის 2012 წელს ერგო პაკისტანის ისტორიაში პირველი „ოსკარი“, ანუ ამერიკული კინოაკადემიის ჯილდო დოკუმენტური ფილმისათვის, რომელიც ასახავს პაკისტანში მჟავის შესხმით დასჯილი ქალების მძიმე ცხოვრებას. ფილმს, რომელიც 14 იანვარს დაასახელეს „ოსკარზე“ ნომინირებულ დოკუმენტურ ფილმებს შორის, „გოგონა მდინარეში“, მოთხრობილია „ღირსების მკვლელობას“ გადარჩენილი ქალის ამბავი.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG