Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნაზარბაევმა საკუთარი ქალიშვილი ვიცე-პრემიერად დანიშნა


ნურსულთან ნაზარბაევი (მარჯვნივ) და მისი ქალიშვილი და ქვეყნის ახალი ვიცე-პრემიერი დარიგა ნაზარბაევა.
ნურსულთან ნაზარბაევი (მარჯვნივ) და მისი ქალიშვილი და ქვეყნის ახალი ვიცე-პრემიერი დარიგა ნაზარბაევა.

ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა საკუთარი ქალიშვილი, დარიგა ნაზარბაევა ქვეყნის ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე დანიშნა. შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტის საიტზე 11 სექტემბერს გამოქვეყნდა. 52 წლის დარიგა ნაზარბაევა ქვეყნის პარლამენტის წევრია 2004 წლიდან. გასული წლის აპრილში კი იგი პარლამენტის ქვედა პალატის, მეჯლისის ვიცე-სპიკერად აირჩიეს. დარიგა ნაზარბაევა 2007 წლიდან განქორწინებულია, მისი ყოფილი მეუღლე, ბიზნესმენი და დიპლომატი რახატ ალიევი, ევროპაში დევნილობაში იმყოფებოდა. ალიევი თებერვალში ავსტრიის ციხეში გარდაცვლილი იპოვეს. საპატიმროში ნაზარბაევის ყოფილი სიძე ყაზახეთში მომხდარ სამ მკვლელობასთან თანამონაწილეობის ბრალდებით იმყოფებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG