Accessibility links

logo-print

”ენ-დი-აიმ” გამოაქვეყნა პარტიების ახალი რეიტინგები


 პარტიების ახალი რეიტინგების პრეზენტაცია

პარტიების ახალი რეიტინგების პრეზენტაცია

პოლიტიკური პარტიების ახალი რეიტინგები გამოაქვეყნა ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI), რომლის დაკვეთით გამოკითხვა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა ჩაატარა. შეკითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, 37%-მა უპასუხა, რომ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, 12%-მა კოალიცია "ქართული ოცნებას" და 3%-მა უპასუხა, რომ ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას. პასუხის გაცემაზე უარი თქვა გამოკითხულთა 16%-მა, 22%-მა განაცხადა, რომ არ იცის, 3% კი ხმის მიცემას არცერთი პარტიისთვის არ აპირებს. ამავე კვლევით, წინა გამოკითხვასთან შედარებით ნაციონალური მოძრაობის რეიტინგმა 1%-ით მოიმატა, "ქართული ოცნებისამ" კი - 6%-ით იკლო. NDI-ის დაკვეთით 2038 რესპონდენტი 31 ივლისიდან 12 აგვისტომდე გამოიკითხა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG