Accessibility links

logo-print

ბორის ნემცოვის მკვლელობის წლისთავი


ბორის ნემცოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქცია მოსკოვში. 2016 წლის 27 თებერვალი.

ბორის ნემცოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქცია მოსკოვში. 2016 წლის 27 თებერვალი.

შაბათს ბორის ნემცოვის მკვლელობის წლისთავი აღინიშნა. რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი 2015 წლის 27 თებერვალს პისტოლეტის რამდენიმე გასროლით მოკლეს მოსკოვის ცენტრში. ნემცოვის საპატივცემულოდ მოსკოვსა და რუსეთის სხვა ქალაქებში გაიმართა მსვლელობები, პიკეტები, სხვა ღონისძიებები. მოსკოვის ხელისუფლებამ მარშის ორგანიზატორებს არ მისცა ნემცოვის მკვლელობის ადგილზე მისვლის უფლება, მაგრამ ნება დართო მათ, სხვაგან გაემართათ ის. ადგილი, სადაც მოკლეს ნემცოვი, არაოფიციალურ მემორიალად იქცა. ნემცოვის მომხრეები ყვავილებს და სხვა ნივთებს დებენ იქ და შემდეგ ქალაქის ხელმძღვანელობა ხშირად წმენდს ამ ადგილს. 26 თებერვალს ოპოზიციონერმა დეპუტატმა დმიტრი გუდკოვმა რუსეთის სახელწმიფო დუმაში წინადადება წამოაყენა, წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ ნემცოვის ხსოვნისთვის, მაგრამ სახელმწიფო დუმამ არ მიიღო მისი წინადადება. ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილია ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი თანამშრომელი ჩეჩნეთიდან. დაპატიმრებული დანარჩენი ოთხი ეჭვმიტანილიც ჩეჩნეთიდანაა. მაგრამ დღემდე დაუდგენელია, ვინი იყო მკვლელობის დამკვეთი.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG