Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარი კასპაროვი: ქვეყანაში შექმნილია სიძულვილის პროპაგანდის ატმოსფერო


ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ რუსი ოპოზიციონერის ბორის ნემცოვის მკვლელობის გამჭვირვალე და დეტალური გამოძიების ჩატარება მოითხოვა. ცნობილი რუსი მოჭადრაკის და ოპოზიციონერი აქტივისტის გარი კასპაროვის აზრით ნემცოვის მკვლელობა სიძულვილის ატმოსფეროს უკავშირდება, რომელსაც პუტინის პროპაგანდა ოპოზიციის წინააღმდეგ ქმნის.

კვაირას, ტელეკომაპანია ეი-ბი-სისთვის მიცემულ ინტერვიუში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა, რომ ამერიკის სადაზვერვო სამსახურებს ინფორმაცია არ აქვთ იმის შესახებ, თუ ვინ შეიძლება იყოს პასუხისმგებელი რუსი ოპოზიციონერის მკვლელობაზე.

კერი იმედს იტოვებს, რომ ჩატარებული გამოძიება გამჭვირვალე, დეტალური და სანდო იქნება. თუმცა მისი აზრით, გამოძიებამ მხოლოდ ის არ უნდა დაადგინოს თუ ვინ გაისროლა იარაღი, არამედ ისიც, ვინ დგას ამ მკვლელობის უკან.

ჯონ კერიმ ნემცოვი დაახასიათა როგორც ადამიანი, რომელიც რუსეთსა და დასავლეთს შორის უკეთესი ურთიერთობების მომხრე იყო:

„პრემიერ-მინისტრის მოადგილეობის დროს, ის აქტიურად მუშაობდა იმაზე, რომ შეერთებულ შტატებთან უკეთესი ურთიერთობა დაემყარებინა. ჩვენ უზომოდ ვართ დამწუხრებული მისი მკვლელობის გამო და იმედს ვოტოვებთ, რომ მთავრობა ყველაფერს გააკერთებს იმისთვის, რომ გულდასმით და გამჭვირვალედ გამოიძიოს ვინ დგას მისი მკვლელობის უკან.“

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ პარასკევს გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ნემცოვი „დაუღალავად იცავდა მისი თანამემამულეების უფლებებს.“ პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ სათაყვანებელია ის, თუ როგორი შემართებით იბრძოდა ნემცოვი რუსეთში არსებული კორუფციის წინააღმდგეგ.

ტელეკომპანია ენ-ბი-სის ეთერში გაკეთებულ განცხადებაში, ჭადრაკში მრავალგზის მსოფლიო ჩემპიონი და ახლა ნიუ-იორკში ბაზირებული ადამიანის უფლებების ფონდის საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარე გარი კასპაროვი ამბობს, რომ ნემცოვის მკვლელობა პუტინის რუსეთში ჩადენილი კიდევ ერთი დანაშაულია. მისი თქმით, ის ნემცოვს 20 წელზე მეტ ხანს იცნობდა და 2004 წლის შემდეგ მასთან აქტიურად თანამშრომლობდა.

მკვლელობის შემდეგ, პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პირობა დადო, რომ მკვლელობის გამოძიებას პირადად მიადევნებდა თვალს. კასპაროვს კი მიაჩნია, რომ ნემცოვის მკველობის უკან სწორედ პუტინი დგას:

„მე არ ვიცი პირადად მან გასცა თუ არა მკვლელობის ბრძანება. ჩვენ ამას ვერასოდეს გავიგებთ. თუმცა, ქვეყანაში შექმნილია სიძულვილით სავსე ატმოსფერო, რომელსაც ყოველდღიურად, 24-საათიანი პროპაგანდა ქმნის. პუტინის მოწიანააღმდეგე ადამიანების მიმართ ქვეყანაში სიძულვილია შექმნილი და ნებისმიერი ვინც პუტინს ეწინააღმდეგება ქვეყნის მოღალატედაა შერაცხული.“

კასპაროვმა ასევე გაიხსენა ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობა და ალექსანდერ ლიტვინენკოს მოწამვლვა. მან ეს მკვლელობაბი პირადად პუტინს დააბრალა.

რუსეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მიხაილ კასიანოვმა აღნიშნა, რომ მკვლელობა რუსეთში ცვლილებებს გამოიწვევს, თუმცა ამ აზრს დენვერის უნივერსიტეტში, რუსეთის საკითხების მკვლევარი ჯონათან ადელმანი არ ეთანხმება:

"დღეს რუსეთში პუტინის პოპულარობა 80%-ია. ოპოზიციის მუხტი, რომელსაც რამდენიმე წლის წინ პრეზიდენტის ჩანაცვლების შანსი ჰქონდა, დღეს დაიკარგა. რუსეთის პრეზიდენტი ასევე ძალიან პოპულარულია უკრაინაში განხორციელებული პოლიტიკის გამო. ამ ფონზე, ოპოზიციის აქტიურობა და მოქმედების არეალი მხოლოდ მოსკოვითა და სანკტ-პეტერბურგით შემოიფარგლება, ქვეყნის დანარჩენ ნაწილში-მოსახლეობის 85%-ში კი პუტინია პოპულარული. ბორის ნემცოვი ძალიან მნიშვნელოვანი ლიდერი იყო, ის სავარაუდოდ ბორის ელცინის მემკვიდრედ მოიაზრებოდა და სამწუხაროა, რომ მისი და ჩვენი მიზნების აღსრულებას რუსეთში, კიდევ დიდი ხნის განმავლობაში აღსრულება არ უწერია."

XS
SM
MD
LG