Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნეპალში 4000-ს გადააჭარბა მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა


ნეპალელი ოფიციალური პირების მონაცემებით, 25 აპრილს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 4000-ს გადააჭარბა. ცნობების თანახმად, ჰუმანიტარული ორგანიზაციები ემზადებიან სტიქიური უბედურებით დაზარალებული ქვეყნის ფართომასშტაბიანი დახმარებისათვის. 7,8 სიმძლავრის მიწისძვრა, რომელიც ჩინეთისა და ინდოეთის განაპირა რეგიონებსაც შეეხო, ნეპალისთვის ბოლო 80-ზე მეტი წლის უმძიმესი კატასტროფაა. ოფიციალური პირები ძნელად მისადგომი რეგიონებიდან მიღებული ცნობების საფუძველზე ვარაუდობენ, რომ დაღუპულთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.

XS
SM
MD
LG