Accessibility links

logo-print

სტუმრად ჩვენს ეთერში: ნესტან ნიჟარაძე


ნესტან ნიჟარაძე

ნესტან ნიჟარაძე

6 თებერვალს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ნესტან ნიჟარაძე, TBILISI PHOTO FESTIVAL-ის სამხატვრო ხელმძღვანელი. სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნამდე ერთი დღით ადრე "თბილისის ფოტოფესტივალი" მართავს ფოტოსააგენტო MAGNUM-ის წევრის, გერმანელი ფოტოგრაფის თომას დვორჟაკის ახალი წიგნის - “სოჭს მიღმა” პრეზენტაციას. 2012-13 წლებში ჟურნალ National Geographic-ის დაკვეთით, თომას დვორჟაკმა მთელი ჩრდილოეთი კავკასია გადაიღო. პროექტის მიზანი იყო იმ დიდი რეგიონის ერთგვარი კვლევა, რომელიც სოჭის ზამთრის ოლიმპიადას მასპინძლობს. თომას დვორჟაკის ფოტოების ეს სერია, რომელიც პროექტში - “სოჭს მიღმა” გაერთიანდა, ერთგვარი ვიზუალური დღიურია და ჩრდილოეთ კავკასიის მთელ რეგიონში ფოტოგრაფის მოგზაურობას ასახავს. ფოტოები გამოიცა ორიგინალური ფორმით - ჩრდილოეთ კავკასიის სხვადასხვა რეგიონის რუკების სახით. ფოტოები სწორედ ამ რუკებზეა განლაგებული, რომლებსაც თან ახლავს ინგლისელი ჟურნალისტის უილიამ დანბარის ტექსტი. ტექსტი ერთგვარი ტურისტული გიდია მათთვის, ვინც ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში გადაწყვეტს მოგზაურობას. წიგნი 28 რუკას აერთიანებს მათზე განთავსებული ასობით ფოტოთი.
XS
SM
MD
LG