Accessibility links

logo-print

რუსეთი ეკონომიკურ იარაღს ახლა ევროკავშირისკენაც მიმართავს


რძის პროდუქტები

რძის პროდუქტები

ევროკავშირთან დაახლოების მოსურნე პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე ეკონომიკური ზეწოლის პარალელურად, მოსკოვი ამ ილეთს უკვე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართავს. ორშაბათს რუსეთმა ემბარგო გამოუცხადა ლიტვის რძის პროდუქტებს. ნოემბერში სწორედ ამ ქვეყნის დედაქალაქი ვილნიუსი უმასპინძლებს სამიტს, სადაც ოფიციალურად უნდა გაფორმდეს რუსეთის ყოფილი თანამგზავრების დაახლოება ბრიუსელთან.

ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარის პროდუქტზე ვილნიუსის სამიტის წინ ემბარგოს გამოცხადება ბევრისთვის აშკარა სიგნალია, რომ კრემლი ცდილობს ლიტვაზე ზეწოლას. ლიტვასთან ეკონომიკური ბრძოლა მხოლოდ რძის პროდუქტების აკრძალვით არ შემოიფარგლება. უკვე სექტემბერში გაუმკაცრა მოსკოვმა ლიტვიდან მიმავალ ტრანსპორტს რუსეთში შესვლისას საბაჟო კონტროლი. რას ემართლება ლიტვურ რძის პროდუქტებს რუსეთი? ფედერაციის მთავარი სანიტარული ექიმი გენადი ონიშჩენკო ამ პროდუქტების ხარისხით არის უკმაყოფილო, რასაც მოჰყვა იმპორტის შეჩერება. რას მიაგნეს რუსმა ექსპერტებმა ლიტვურ ყველში, ხაჭოსა თუ იოგურტში? - არაერთ მიუღებელ ბაქტერიას:

„აღმოჩნდა საფუარის, ასევე ობის კვალი, ნორმაზე ბევრად მეტი. ამ პროდუქტებში ასევე ვნახეთ კოლი ბაქტერია, ნაწლავის ჩხირი. ხომ იცით, რაც არის კოლი ბაქტერია?“

შეგახსენებთ, რომ კოლი ბაქტერიის, იმავე ნაწლავის ჩხირის, ბიოლოგიური მიკროორგანიზმის საარსებო გარემო ნაწლავია, საერთოდ, ძუძუმწოვართა და ასევე ადამიანისა. ონიშჩენკომ ჩამოთვალა ის მწარმოებლები, რომელთა პროდუქტზეცაა ლაპარაკი, და თქვა, რომ კონტროლი მიმდინარეობდა ორი მიმართულებით - მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და სანეპიდემიური კეთილდღეობის ხაზით. რუსეთის ამ ბასრი ეკონომიკურ-პოლიტიკური იარაღის თანახმად, დაირღვა რუსეთის კანონმდებლობის მოთხოვნა, მოსახლეობა იყოს ინფორმირებული იმის შესახებ, თუ რამდენად დამაკმაყოფილებელია პროდუქტი. ონიშჩენკო არ ლაპარაკობდა ზოგადად, როგორც ამჯერად საქართველოს ღვინის ნაწარმზე ილაპარაკა. მან დაასახელა ფირმები, რომელთა პროდუქტიც არ აღმოჩნდა, მისი განცხადებით, სრულფასოვანი და თავად პროდუქტიც ახსენა. მაგალითად, ეს ნაწლავის ჩხირი ნახეს „ლიტვურ კლასიკურ ხაჭოში“, ხოლო „ტყის კენკრის იოგურტში“ არ იყო საკმარისი რაოდენობის ცხიმებიო:

„ერთი მხრივ, ისინი აცხადებენ, რომ პროდუქტი ნატურალურია. მაგალითად, „მარცვლოვანი ხაჭოს“ ეტიკეტზე წერია, რომ ნატურალურია. მაგრამ იქვე წაიკითხავთ, რომ შეიცავს კონსერვანტებს, „ე-202“- ს და სიმჟავის მარეგულირებელ ნივთიერებას, ლიმონმჟავას. თუ ნატურალურობაზეა ლაპარაკი, ეს ორი რამ ერთმანეთთან შეუსაბამოა“, თქვა ონიშჩენკომ, რომელიც აღიარებს, დიდი ხანია უკმაყოფილება გამოვხატეთ, ექსპორტიორების მხრიდან ვისმენდით კომენტარებს, ახლა კი ყველაზე ეფექტიანი გზა პრობლემის მოსაგვარებლად ამ პროდუქტების მწარმოებლებთან პირდაპირი კონტაქტი იქნებაო.

წარსულშიც ვყოფილვართ მოწმე რუსეთის მხრიდან ევროპის ამა თუ იმ ქვეყნის პროდუქციის აკრძალვისა. ჩვენ კვლავინდებურად ვაცხადებთ: როცა საქმე ეხება საკვების უსაფრთხოებას, ევროკავშირს ამ მხრივ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სისტემა აქვს და ზოგჯერ ის, შესაძლოა, განსხვავდებოდეს კიდეც პროდუქციის უსაფრთხოების იმ წარმოდგენისგან, რომელიც რუსეთს აქვს...
ონიშჩენკო აკრიტიკებს ლიტვის მთავრობას, კერძოდ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რომელიც, მისი აზრით, მხოლოდ რაღაცის მტკიცებით, მუქარითა და კომენტარებით არის დაკავებული. ემბარგო ჯერ გამოცხადებული არ იყო, მხოლოდ ზემოხსენებული პრობლემები იყო ცნობილი რუსეთისა და ლიტვის საზღვარზე, რომ ლიტვის პრემიერმა ალგირდას ბუტკიავიჩუსმა შაბათს განაცხადა, რუსეთში ლიტველი მწარმოებლების პრობლემები შეიძლება დაკავშირებული იყოს ევროპის კავშირის მორიგ თავმჯდომარეობასა და აღმოსავლეთთან პარტნიორობის სამიტთან, რომელიც ვილნიუსში უნდა გაიმართოსო. ლიტვის მმართველი სოციალ- დემოკრატიული პარტიის საბჭოს სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ევროპის კავშირის მორიგე სახელმწიფო, რომელიც საერთაშორისო ყურადღების ცენტრშია, შეიძლება მოვლენათა მორევში მოჰყვეს, რაც დაძაბულობას ქმნისო. ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე დაიმუქრა, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციას მივმართავ, თუ ამ სფეროში პრობლემები არ მოგვარდაო. ევროკავშირის, ჯანდაცვისა და მომხმარებელთა პოლიტიკის კომისრის ტონიო ბორგის წარმომადგენელმა ფრედერიკ ვენსანმა ბრიუსელში პრესკონფრენეციაზე გამოაცხადა, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წესების თანახმად, აუცილებელია, რომ ყოველი ქმედება ეფუძნებოდეს მტკიცებას რისკის შესახებ და მიღებული ზომა რისკის დონეს შეესაბამებოდესო. ვენსანმა რუსეთს მოუწოდა, ნუ იქნება მისი რეაქცია გადაჭარბებული:

„წარსულშიც ვყოფილვართ მოწმე რუსეთის მხრიდან ევროპის ამა თუ იმ ქვეყნის პროდუქციის აკრძალვისა. ჩვენ კვლავინდებურად ვაცხადებთ: როცა საქმე ეხება საკვების უსაფრთხოებას, ევროკავშირს ამ მხრივ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სისტემა აქვს და ზოგჯერ ის, შესაძლოა, განსხვავდებოდეს კიდეც პროდუქციის უსაფრთხოების იმ წარმოდგენისგან, რომელიც რუსეთს აქვს. თუმცა ჩვენ კვლავინდებურად ვაპირებთ მასთან საუბარს, შექმნილი ვითარების რაც შეიძლება მალე მოგვარების მიზნით“.

ვენსანმა ისიც თქვა, რომ ევროკომისია სავსებით ენდობა ლიტვის პროდუქტის ხარისხს. სამშაბათს გავრცელდა ინფორმაცია, რომ, რუსეთის ვარაუდით, ლიტვის რძის პროდუქტი მზადდება ევროკავშირის ქვეყნებში წარმოებული მშრალი რძით, რომლის რუსეთში შეტანა არ არის დაშვებული. ლიტვის რძის პროდუქტისთვის ემბარგოს დაწესებამდე რუსეთმა ვაჭრობის სფეროში მოლდავეთსა და უკრაინას შეუტია. ეს ორივე ქვეყანა იმედოვნებს, რომ ევროკავშირი მათთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებებს გააფორმებს. მოლდავეთსა და უკრაინასთან ერთად ვილნიუსში იქნებიან კავკასიის ქვეყნები. სომხეთმა რუსეთს ქედი მოუხარა და უარი თქვა ასოცირების შესახებ ხელშეკრულებაზე. საქართველოს სამხრეთელ მთიან მეზობელს მოსკოვი თავის საბაჟო კავშირში იწვევს. ბრიუსელი თვლის, რომ ერთდროულად ამ ორი გაერთიანების წევრობა შეუძლებელია.
XS
SM
MD
LG