Accessibility links

2015 წელს ესტონეთს 15 მილიონი „ციფრული მოქალაქე“ ეყოლება


უცხოელი ინვესტორების მიზიდვის მიზნით ევროკავშირის წევრმა ესტონეთმა ამ ქვეყანაში ყოფნის დიგიტალური უფლებების, „ელექტრონული მოქალაქის“ საბუთისგაცემა დაიწყო. რამდენიმე თვის წინესტონეთის მთავრობამ გადაწყვიტა დაემტკიცებინა შინაგან საქმეთა სამინისტროს გეგმა და შემოეღო ელექტრონული მოქალაქეობა. დეკემბრის თვიდან კი ესტონეთს გარეთ მცხოვრებ პირებს, რომლებსაც სურთ ჰქონდეთ ესტონეთში ყოფნის დიგიტალური უფლება, უკვე შეუძლიათ მიიღონ ელექტრონული პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. ელექტრონულ საბუთს სახელმწიფოს მიერ დამოწმებული ხელმოწერაც ზედ აქვს, ასევე ციფრული. ამგვარად,ნებისმერ პირს, ვისაც ესტონეთის დიგიტალურ სამყაროში ცხოვრების უფლება აქვს, შეუძლია ისარგებლოს ონლაინ ყველა იმ მომსახურებით, რომლებიც საკუთრივ ესტონელებისთვის სიახლეს არ წარმოდგენს. პირველივე დღეებში გავრცელდა დასავლეთის მედიით ცნობა, რომ 12 ათასმა ადამიანმა გამოთქვა ინტერესი ესტონეთში ცხოვრების ელექტრონული უფლებისა. მათ არა მხოლოდ ფირმების დაარსება შეეძლებათ ესტონეთში, მათთვის მისაწვდომი იქნება ევროკავშირს შიგნით ონლაინბენკინგი. ესტონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციისა და სასაზღვრო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა ტაავი კოტკამ უთხრა გერმანულ გამოცემას „აი-ტი ესპრესო-დიის“,რომ 2015 წლისთვის ათ მილიონს მიაღწევს ესტონეთის დიგიტალურისაბუთის მქონეთა რიცხვი, შესაბამისი უფლებებით. შარშანდელი მონაცემებით, ესტონეთში მილიონ სამასი ათასზე ოდნავ მეტი ადამიანი ცხოვრობს, ანუ თბილისის მოსახლეობაზე მცირე.

„მომსახურების ამ ფორმებით გვსურს შევქმნათ ინფრასტრუქტურა, რომლით სარგებლობის შესაძლებლობა არამხოლოდ ესტონეთის ფირმებს ექნებათ. გვსურს ესტონეთი „გავზარდოთ“. ჩვენ ქვეყანაში ახლა 80 ათასი ფირმა გვაქვს. თუ მას მივაღწიეთ, ჩვენი მიზანია, „ელექტრონული მოქალაქეების“გზით ეს რიცხვი გავაორმაგოთ, რაც მართლაც დიდებული წარმატება იქნებოდა“, თქვა ტაავი კოტკამ. მისი სამინისტროს ინიციატივით და შემდგომ მთავრობის მიერ დამტკიცებული ნოვაციის გზით, ესტონეთის გარეთ მცხოვრებ პირებს შეუძლიათ ესტონეთის ელექტრონული მოქალაქის სტატუსი მოიპოვონ, შემდეგ მიღებული საბუთით დააფუძნონ ფირმა, გახსნან საბანკო ანგარიში ესტონეთში ჩაუსვლელად. მაგრამ თავიდან, ერთხელ, ბალტიისპირეთის ამ მცირე, მაგრამ მომხიბლავ ქვეყანაში ჩასვლა მაინც საჭიროა, რათა ფიზიკური პირის რეგისტრირება მოხდეს. მოელიან, რომ 2015 წლისთვის უკვე საკონსულოებსა და საელჩოებში გახდება შესაძლებელი პირადობის დადასტურება და, შესაბამისად, დიგიტალური ცხოვრების უფლების მოპოვება. არ იფიქროთ, რომ ესტონეთის ელექტრონული მოქალაქეობა იმავე უფლებებს განიჭებთ, ისევე გიცავთ ესტონეთის კანონი, როგორც ტრადიციულ მოქალაქეებს, ესტონელებს. კოტკა განგვიმარტავს: „ელოექტრონული მოქალაქეობა წარმოადგენს პრივილეგიას და არა უფლებას. პირმა, რომლის საქმიანობის ფორმა არ შეესაბამება ესტონეთში მიღებულს, შეიძლება დაკარგოს ეს პრივილეგია. მას საბანკო ანგარიშს არ გაუყინავენ, მაგრამ ონლაინ რეჟიმში მის მართვას ვეღარ შეძლებს. ის ესტონეთში ფიზიკურად უნდა იმყოფებოდეს“.

ცხადია, ესტონეთის მთავრობის ეს სიახლე ამ ქვეყანაში კაპიტალის მიზიდვას ემსახურება და ამას აღიარებს კოტკა, რომელიც ამბობს, რომ ფირმები, რომლებსაც ევროკავშირში საბანკო ანგარიში სჭირდებათ, სიამოვნებით გააკეთებენ ამას ესტონეთში ელექტრომოქალაქის სტატუსის მიღების გზით. ამას დაერთვის ფაქტი, რომ საგადასახადო სისტემა ესტონეთში მთლიანად ონლაინის გზით მოქმედებს, ამასთან, ესტონეთში მოგების რეინვესტირებით მიღებული თანხა არ იბეგრება. თუმცა, ესტონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციისა და სასაზღვრო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი არაა დარწმუნებული, რომ ყველამ შეიძლება ეს ინფრასტრუქტურა გამოიყენოს. კოტკა და მისი კოლეგები არ უარყოფენ გარკვეულ საფრთხეს, რომელიც ახლავს ამ სიახლეს. მაგალითად, დამნაშავეებმა შექმნილი სისტემა შეიძლება ფულის გასარეცხად გამოიყენონ ისე, რომ მათ პოლიცია ვერ მისწვდება. ჰაკერებისთვის კი ამგვარად მოქმედი საბანკო სისტემა ასევე უფრო ხშირი შეტევის სამიზნე გახდება. კოტკა თვლის, რომ დამნაშავეები ყოველთვის და ყველგან გამოჩნდებიან. „საკითხავი ისაა, უნდა ვთქვათ თუ არა ამის გამო ამ მართლაც ინოვაციურ იდეაზე უარი. თუ მისი გზით ასი ათასი ფირმა დაფუძნდა და ოთხ ათასი თაღლითი გამოდგა, ეს უნდა გავითვალისწინოთ, მაგრამ ამის გამო არ გავჩერდებით“. პროგრამა e estonia-ში თუ გსურთ ჩართვა, უნდა ჩახვიდეთ ესტონეთის რომელიმე ქალაქში ან დასახლებულ პუნქტში, ეწვიოთ პოლიციის განყოფილებას ან საბაჟო პუნქტს, მიიტანოთ ფოტოგრაფია, თან იქონიოთ 50 ევრო და თითის ანაბეჭდების ჩაბარების შემდეგ გახდებით „ელექტრონული ესტონელი“.

XS
SM
MD
LG