Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი მამალაძის სისხლის სამართლის საქმეში არსებული აუდიოჩანაწერების ექსპერტიზა დღეს ჩატარდება


მთავარი პროკურატურა
მთავარი პროკურატურა

მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეში არსებული აუდიოჩანაწერების ექსპერტიზა დღეს ჩატარდება სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში, სადაც ბრალდებული დეკანოზი იმყოფება - ამის შესახებ სააგენტო ინტერპრესნიუსს აცნობა გიორგი მამალაძის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა. მისი ინფორმაციით, ექსპერტიზის პროცედურას, რომელიც 15 საათიდან დაიწყება, დაესწრებიან ბრალდებულის ადვოკატები. პროკურატურა გიორგი მამალაძეს ადანაშაულებს ციანიდის გამოყენებით მკვლელობის მომზადებაში. სასულიერო პირი 10 თებერვალს დააკავეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, საიდანაც გერმანიაში მიემგზავრებოდა. დეკანოზი ბრალს არ აღიარებს, თუმცა, ბოლო დრომდე ინარჩუნებდა დუმილის უფლებას. დაცვის მხარემ 2 დღის წინ განაცხადა, რომ გიორგი მამალაძე მხად არის გამოძიებას ჩვენება მისცეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG