Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კათოლიკურ ეკლესიას ახალი პაპი ჰყავს: ფრანცისკე


რომის კათოლიკურ ეკლესიას ახალი პაპი ჰყავს: ვატიკანში კონკლავზე შეკრებილმა კარდინალებმა აირჩიეს არგენტინელი კარდინალი, ბუენოს აირესის არქიეპისკოპოსი, 76 წლის ხორხე მარიო ბერგოლიო. ახალი პაპის არჩევა, ტრადიციულად, ლათინურად აუწყეს მორწმუნეებს - "Habemus Papam” (გვყავს პაპი). ეს სიტყვები ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძრის აივანზე წარმოთქვა ფრანგმა კარდინალმა ჟან-ლუი ტურანმა, რასაც წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილი ათიათასობით ადამიანის აღტაცებული ყიჟინა მოჰყვა.

პაპად არჩეული არგენტინელი კარდინალის სურვილით, მას ფრანცისკე ეწოდა. ის 266-ე პაპია ეკლესიის ორიათასწლიან ისტორიაში, ამასთან, პირველი სამხრეთამერიკელი და პირველი იეზუიტი, რომელიც რომის კათოლიკურ ეკლესიას უხელმძღვანელებს. ის ცნობილია არგენტინის ეკლესიის მოდერნიაზაციაში შეტანილი წვლილით.

ახალი პაპის არჩევა საჭირო გახდა მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოს გადადგა ბენედიქტე XVI. კათოლიკური ეკლესიის ისტორიაში ასეთი რამ თითქმის 600 წელია, არ მომხდარა. ახალი პაპის არჩევის შემდეგ ბენედიქტე ვატიკანის ერთ-ერთ მონასტერში დაიდებს ბინას. მისი წოდებაა „ემერიტუსი პაპი“.
XS
SM
MD
LG