Accessibility links

logo-print

თავისუფლების ნიუსრუმი

პროდუქტი - შექმნიდან თეფშამდე... ანუ ასჯერ დაფიქრდი და ერთხელ იყიდე!


რა გზას გაივლის პროდუქტი შექმნიდან ჩვენს თეფშებამდე, ვინ აკვირდება ამ გზას ან ვინ აკონტროლებს: პროდუქტის ხარისხს, შემდეგ - შეგროვების, შემდეგ - დამზადების, შემდეგ - შენახვის, შემდეგ - ბაზარზე გატანის? ვიღაცა ხომ აგებს ამაზე პასუხს? „მომხმარებლის ეთიკაო“ - ხშირად ამ სიტყვებს შემოგაგებებენ ასეთ დროს. უსამართლოდ ჟღერს - ნუთუ მართლა მხოლოდ ხალხის ბრალია, უხარისხო პროდუქტს რომ ყიდულობს? მაშ, აბა ვისი? რატომ ვერ მოხერხდა ამ პრობლემის მოგვარება, უკვე რამდენი წელიწადია? რატომ გვაფრთხილებენ სპეციალისტები, რომ ქართველი მომხმარებელი სანახევროდ დაუცველია? დღეს ამ პრობლემებზე ვისაუბრებთ „თავისუფლების ნიუსრუმში“. მას მარინა ვაშაყმაძე უძღვება.

XS
SM
MD
LG