Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიდერლანდში ჩატარდა რეფერენდუმი უკრაინასთან ასოცირების შეთანხმების საკითხზე


ნიდერლანდში დასრულდა რეფერენდუმი ევროკავშირთან უკრაინის ასოცირების შეთანხმების მხარდაჭერის საკითხზე. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 7:30 საათზე გაიხსნა. ელექტორატს ეკითხებოდნენ, უნდა დაუჭიროს თუ არა ნიდერლანდმა მხარი ევროკავშირთან უკრაინის ასოცირების შეთანხმებას. ეგზიტ პოლების თანახმად, ამომრჩეველთა აქტიურობის მაჩვნებელი იმდენად ახლოს არის დადგენილ მინიმუმთან, რომ ძნელია განსაზღვრა, როგორი შეიძლება იყოს რეფერენდუმში მონაწილეთა პოზიცია. ამასთან, რეფერენდუმს კანონის ძალა არა აქვს. ევროკავშირის ყველა დანარჩენმა წევრმა უკვე მოახდინა უკრაინასთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება. საზოგადოებრივი აზრის წინასწარი გამოკითხვის შედეგებით, ნიდერლანდელი ამომრჩევლების უმრავლესობა რატიფიცირების წინააღმდეგი იყო.

XS
SM
MD
LG