Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკო ნერგაძე


ნიკო ნერგაძე ათ წელზე მეტია, რაც რადიო თავისუფლებაში მუშაობს, როგორც სხვადასხვა გადაცემის წამყვანი. ზოგს არა უშავდა, ზოგი კი, გულზე ხელი რომ დავიდოთ, უკეთესიც შეიძლებოდა ყოფილიყო. ნიკო თავს ასევე ბლოგერადაც მოიხსენიებს, იმისდა მიუხედავად, რომ ხუთი წლის განმავლობაში ათიოდე პოსტი აქვს გამოქვეყნებული. რადიოში მუშაობის დაწყებამდე (და ზოგჯერ მუშაობის პარალელურად), ის ცდილობდა ერის გარყვნას - იყო ქართული „პლეიბოის“ რედაქტორი, „ჯეოსტარის“ ჟიურის წევრი და საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი. ახლა კი ერისთვის მიყენებული ზიანის გამოსწორებას „ნიკოს პოდკასტის“ საშუალებით ცდილობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG