Accessibility links

logo-print

115: სადაც ნიკო და ნიკა ესებუა საინტერესო ჰორორ ფილმებს განიხილავენ და შესაბამის სიმღერებსაც უსმენენ


როცა ადამიანის შეშინებაზეა ლაპარაკი, ჰოლივუდი ვერასდროს აჯობებს ქართულ საინფორმაციო გამოშვებებს, შემზარავ ჩანაწერებს და დოკუმენტურ ფილმებს, სადაც საქართველოს უახლესი ისტორიის შესახებაა მოთხრობილი. ამათ ფონზე ვამპირების, ზომბების, მოჩვენებების და სერიული მკვლელების აღარც გეშინია. თუმცა, ხანდახან მაინც გინდება ადამიანს კარგ ჰორორს ჩაუჯდე და არაბუნებრივი რეალობის ნაცვლად ზებუნებრივმა შეგაშინოს. ნიკოს პოდკასტისთვის ნიკა ესებუამ რამდენიმე საინტერესო ჰორორი შეარჩია.

ნიკოს პოდკასტის" რადიოში ყოველ სამუშაო დღეს, FM 107.4-ზე, 11:05 საათზე გადის. ასევე შეგიძლიათ პოდკასტი გამოიწეროთ მობილური ტელეფონის ან პლანშეტისათვის - თქვენ საყვარელ საპოდკასტო პროგრამაში მოძებნეთ "ნიკოს პოდკასტი".

ნიკო ასევე დაჟინებით მოგიწოდებთ, რომ მოიწონოთ ჩვენი გვერდი ფეისბუკზე და მონაწილეობა მიიღოთ დისკუსიებში, განხილვებში და ზოგად მხიარულებაში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG