Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

118: სადაც ნიკო და გიორგი მოსიძე "მოაზროვნეთა ტუსოვკას" განიხილავენ და მსჯელობენ, ბაქრაძე მოერევა თუ ვინმე ახალი თაობის წარმომადგენელი


ჩვენ, ნიკოს პოდკასტი ყალბ ინტრიგებს არ ვქმნით. ამიტომ, სათაურში დასმულ შეკითხვას აქვე ვუპასუხებთ - მოერევა გიორგი ბაქრაძე. თუ, რატომღაც, მარტო მაგის გამო უნდა მოგესმინათ, თავი აღარ შეიწუხოთ. თუმცა, თუ მოისმენთ, ნახავთ, რომ მთავარი ის კი არაა, ვინ ვის მოერევა შეკითხვების გამოცნობაში, არამედ სულ სხვა რამე. რა სულ სხვა რამე? აი, მაგაზე ლაპარაკობდნენ გიორგი მოსიძე და ნიკო 55 წუთის განმავლობაში. ასე რომ, მაინც მოგიწევთ მოსმენა.

ნიკოს პოდკასტის" რადიოში ყოველ სამუშაო დღეს, FM 107.4-ზე, 11:05 საათზე გადის. ასევე შეგიძლიათ პოდკასტი გამოიწეროთ მობილური ტელეფონის ან პლანშეტისათვის - თქვენ საყვარელ საპოდკასტო პროგრამაში მოძებნეთ "ნიკოს პოდკასტი".

ნიკო ასევე დაჟინებით მოგიწოდებთ, რომ მოიწონოთ ჩვენი გვერდი ფეისბუკზე და მონაწილეობა მიიღოთ დისკუსიებში, განხილვებში და ზოგად მხიარულებაში.

ნიკოს პოდკასტი 118: გიორგი მოსიძე
please wait

No media source currently available

0:00 0:54:59 0:00
გადმოწერა

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG