Accessibility links

logo-print

123: დერვიშმა დაიგვიანა - გუგა გეგეჭკორი "დერვიშებზე", "ყველაზე", "ბაბულიკებზე" და თავის საყვარელ 5 ქართულ სიმღერაზე


ყველასთვის ნაცნობი სცენა - ქუჩაში პატარა მათხოვარი მოდის და გეუბნება: ბიძია (ან დეიდა), შენი თვალების ჭირიმე, ან ეს ხატი იყიდე, ან კი მითხარი, რომელია გუგა გეგეჭკორის საყვარელი 5 ქართული სიმღერა? ამ დროს ჯიბეში ფულს იჩხრიკავ, "იუნისეფის" ყველა რეკომენდაციის უგულებელჰყოფით ბავშვს უწვდი და თავს მაინც ცუდად გრძნობ, რადგან მთავარ შეკითხვას ვერ უპასუხე.

მართლაც, ჯერ კიდევ პლატონი ცდილობდა ამოეხსნა, თუ რომელია გუგას საყვარელი სიმღერები. რას ფიქრობს ის თერმიდორის გადატრიალებაზე? რა ურჩევნია, წიწიბურა თუ ბრინჯი? სპორტული ჩაწმის სტილს ანიჭებს უპირატესობას თუ კლასიკურს? რას ვერ აპატიებდა ის მეგობარს?

ამ შეკითხვების უმეტესობა დღემდე უპასუხოდ რჩება. მათზე მომავლის ფილოსოფოსებმა იმტვრიონ თავი. ხომ უნდა დავუტოვოთ კონფერენციის თემები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტებს?

* * *

ნიკოს პოდკასტის" რადიოში ყოველ სამუშაო დღეს, FM 107.4-ზე, 11:05 საათზე გადის. ასევე შეგიძლიათ პოდკასტი გამოიწეროთ მობილური ტელეფონის ან პლანშეტისათვის - თქვენ საყვარელ საპოდკასტო პროგრამაში მოძებნეთ "ნიკოს პოდკასტი".

ნიკო ასევე დაჟინებით მოგიწოდებთ, რომ მოიწონოთ ჩვენი გვერდი ფეისბუკზე და მონაწილეობა მიიღოთ დისკუსიებში, განხილვებში და ზოგად მხიარულებაში.

ამავე თემაზე

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG