Accessibility links

124: სადაც დათო გოგიჩაიშვილი და ნიკო "რადიო 105-ზე", TV 11-ზე, "შაბათის შოუზე" და "ჩემი ცოლის დაქალებზე" ლაპარაკობენ და ძველ შუღლს იხსენებენ


ამაზე არ გიფიქრია, მაგრამ დათო გოგიჩაიშვილს შენს ცხოვრებაში ალბათ კარგა დიდი როლი უთამაშია. ეს, ცხადია, თუ ოდესმე რადიოსთვის მოგისმენია, ტელევიზორისთვის შეგიხედავს ან მეგობარი გყოლია, რომელიც რადიოს უსმენდა, ტელევიზორს უყურებდა და შემდეგ დათოს და მისი მეგობრების მოფიქრებულ ფრაზებს იმეორებდა.

ამას გარდა, დათო, როგორც ამბობენ, კარგი მენეჯერია, საინტერესო ლექტორი, ნორმალურად ცურავს, შეუძლია ჭიკჭიკის ხმით გაასხვავოს ჩიტის რამდენიმე სახეობა, ერთნაირად კარგად წერს მარჯვენა და მარცხენა ხელით, ღამით მხოლოდ დღეგამოშვებით იძინებს და, აგერ უკვე 15 წელია, ყოველ პარასკევ საღამოს გადაიკითხავს ხოლმე "ევგენი ონეგინს".

ჰო, და თან კარგი მოსაუბრეა.

* * *

ნიკოს პოდკასტის" რადიოში ყოველ სამუშაო დღეს, FM 107.4-ზე, 11:05 საათზე გადის. ასევე შეგიძლიათ პოდკასტი გამოიწეროთ მობილური ტელეფონის ან პლანშეტისათვის - თქვენ საყვარელ საპოდკასტო პროგრამაში მოძებნეთ "ნიკოს პოდკასტი".

ნიკო ასევე დაჟინებით მოგიწოდებთ, რომ მოიწონოთ ჩვენი გვერდი ფეისბუკზე და მონაწილეობა მიიღოთ დისკუსიებში, განხილვებში და ზოგად მხიარულებაში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG