ვთქვათ ხედავ, რომ ზღვაში ქალი და კაცი იხრჩობიან. რომელი უნდა გადაარჩინო? არის თუ არა ქვიდიჩი იმთავითვე სექსისტური თამაში? სადაური გეი პარადია ყველაზე გეი?
ნათია გვიანიშვილს მსგავს სისულელეებე მოუწია პასუხის გაცემა. ნიკოს მთლად ეს შეკითხვები არ დაუსვამს, მაგრამ ამათგან ძალიან შორსაც არ ყოფილა. ნათიამ კი კარგად შეიკავა თავი და სულ ორჯერ შეიგინა.
* * *
ნიკოს პოდკასტის" რადიოში ყოველ სამუშაო დღეს, FM 107.4-ზე, 11:05 საათზე გადის. ასევე შეგიძლიათ პოდკასტი გამოიწეროთ მობილური ტელეფონის ან პლანშეტისათვის - თქვენ საყვარელ საპოდკასტო პროგრამაში მოძებნეთ "ნიკოს პოდკასტი".
ნიკო ასევე დაჟინებით მოგიწოდებთ, რომ მოიწონოთ ჩვენი გვერდი ფეისბუკზე და მონაწილეობა მიიღოთ დისკუსიებში, განხილვებში და ზოგად მხიარულებაში.
დაწერეთ კომენტარი