ქართულენოვან ინტერნეტში ბევრ კულინარიულ საიტს წააწყდებით. უმეტესობა არ ვარგა, ბევრს არა უშავს, რამდენიმე კი - ძალიან კარგია. ამ რამდენიმეში გადის "რატატუი" - რეცეპტკეთილი და ფოტოუხვი ბლოგი, რომლის მონახულებასაც მშიერ კუჭზე არ გირჩევ, თორემ ნერწყვი დაგახრჩობს.
ნიკოს პოდკასტში "რატატუის" შეფი, ეკა ონიანი მოვიდა. რაც მერე მოხდა, ალბათ არ გაგაოცებთ - კულინარიაზე ილაპარაკეს, ინტერნეტის ვიდეოებზე იჭორავეს და სიმღერებს მოუსმინეს. მეგობრებმა გვითხრეს, კარგი მოსასმენი იყოო.
(ხომ გაგაფრთხილე, "რატატუის" ლინკი არ გახსნა მეთქი! იყავი ეხლა ეგრე და ყლაპე ნერწყვი!)
* * *
ნიკოს პოდკასტის" რადიოში ყოველ სამუშაო დღეს, FM 107.4-ზე, 11:05 საათზე გადის. ასევე შეგიძლიათ პოდკასტი გამოიწეროთ მობილური ტელეფონის ან პლანშეტისათვის - თქვენ საყვარელ საპოდკასტო პროგრამაში მოძებნეთ "ნიკოს პოდკასტი".
ნიკო ასევე დაჟინებით მოგიწოდებთ, რომ მოიწონოთ ჩვენი გვერდი ფეისბუკზე და მონაწილეობა მიიღოთ დისკუსიებში, განხილვებში და ზოგად მხიარულებაში.
დაწერეთ კომენტარი