Accessibility links

143: ანინა ტეფნაძე ფეისბუკის მომხმარებლის 5 ყველაზე გამაღიზიანებელ ტიპს ჩამოთვლის (და ნიკო სიმღერებს უშვებს გორბაჩოვზე )


სოციალური მედია მსოფლიო აბლაბუდის ახლადგამოჩენილი ტენდენციაა. ჯერ არავინ იცის, თუ რამდენად დაიმკვიდრებენ თავს სხვადასხვა thefacebook-ები და orkut-ები ინფორმაციის სუპერგზატკეცილზე, მაგრამ დღეს ამ სერვისებს უკვე ათიათასობით მომხმარებელი ჰყავს მსოფლიოში და აღარც ის ვარაუდია ფანტასტიკის სფეროდან, რომ მომდევნო წლებში მათი რაოდენობა უკვე ასობით ათასით გაიზომოს. სოციალური მედიის ინტერნეტსაიტებზე მომხმარებელი ქმნის "პროფილს", სადაც შეუძლია ატვირთოს ფოტო, "დაიმეგობროს" სხვა ინტერნეტმომხმარებელი, ჩაებას "ვებრინგებში" და მარტივად შექმნას IRC-ს მსგავსი "სამასლაათო ოთახები". თუმცა, ამ დროს ბევრი მომხმარებელი "ნეტიკეტს" არღვევს ხოლმე. მათ სამხილებლად ნიკომ ვებლოგერი ანინა ტეფნაძე მოიწვია თავის რადიოპროგრამაში.

* * *

ნიკოს პოდკასტის" რადიოში ყოველ სამუშაო დღეს, FM 107.4-ზე, 11:05 საათზე გადის. ასევე შეგიძლიათ პოდკასტი გამოიწეროთ მობილური ტელეფონის ან პლანშეტისათვის - თქვენ საყვარელ საპოდკასტო პროგრამაში მოძებნეთ "ნიკოს პოდკასტი".

ნიკო ასევე დაჟინებით მოგიწოდებთ, რომ მოიწონოთ ჩვენი გვერდი ფეისბუკზე და მონაწილეობა მიიღოთ დისკუსიებში, განხილვებში და ზოგად მხიარულებაში.

ამავე თემაზე

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG