Accessibility links

logo-print

149: სადაც ზურა ბალანჩივაძე და ნიკო ძირითადად მიედ-მოედებიან და ლაპარაკობენ "ნიჭიერზე", ჰენრი მერვეზე, სექსებზე და რაზე აღარა


ზურა ბალანჩივაძე უსტვენს, ხატავს, მღერის, წერს, ფოტოებს იღებს, "ფეისბუკზე" აზიარებს, თაგავს, "ინსტაგრამზე" აზიარებს, ტვიტავს, ბაფთას ისწორებს, ლინკს აზიარებს და ამ ყველაფერს საუზმემდე ასწრებს. აქედან გამომდინარე, ბუნებრივი იყო ნიკოს შეკითხვა, თუ რომელი ისტორიულ პირს ვერ იტანს ის ყველაზე მეტად. პასუხის გასაგებად კი პროგრამას უნდა მოუსმინოთ. (ან, რავი, მაღლა, სათაურშივე წერია პასუხი.)

* * *

ნიკოს პოდკასტის" რადიოში ყოველ სამუშაო დღეს, FM 107.4-ზე, 11:05 საათზე გადის. ასევე შეგიძლიათ პოდკასტი გამოიწეროთ მობილური ტელეფონის ან პლანშეტისათვის - თქვენ საყვარელ საპოდკასტო პროგრამაში მოძებნეთ "ნიკოს პოდკასტი".

ნიკო ასევე დაჟინებით მოგიწოდებთ, რომ მოიწონოთ ჩვენი გვერდი ფეისბუკზე და მონაწილეობა მიიღოთ დისკუსიებში, განხილვებში და ზოგად მხიარულებაში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG