Accessibility links

logo-print

303: გოგა "ტემპერ" ქართველიშვილმა მოგვიტანა 7 ქართული სიმღერა, რომელიც ალბათ არ იცი, არადა ძალიან საკაიფოა და ჯობია იცოდე


"რას ქვია, არ ვიცი?" - შეიძლება აღშფოთდე, როდესაც სათაურს წაიკითხავ. "არ ვიცი კი არა, "ვია 75"-ის ოთხ კონცერტზე ვარ ნამყოფი". არადა, ხომ ხვდები, მაინც უფრო ახალგაზრდები გვისმენენ და სათურიც მათ ეხებათ. "რას ქვია, ახალგაზრდებს ეხება? მე რა, ბებერი ვარ?" - მიპასუხებ. ამაზე რა ვთქვა აღარ ვიცი. ხარ, კი. ახლა მოგვისმინე. გოგა ქართველიშვილი, მეტსახელად "ტემპერა" და ნიკო 70-იანი წლების ქართულ ესტრადაზე ლაპარაკობენ.

* * *

ნიკოს პოდკასტის" რადიოში ყოველ სამუშაო დღეს, FM 107.4-ზე, 11:05 საათზე გადის. ასევე შეგიძლიათ პოდკასტი გამოიწეროთ მობილური ტელეფონის ან პლანშეტისათვის - თქვენ საყვარელ საპოდკასტო პროგრამაში მოძებნეთ "ნიკოს პოდკასტი".

ნიკო ასევე დაჟინებით მოგიწოდებთ, რომ მოიწონოთ ჩვენი გვერდი ფეისბუკზე და მონაწილეობა მიიღოთ დისკუსიებში, განხილვებში და ზოგად მხიარულებაში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG