Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ნინო ახობაძე და თათია სხირტლაძე


8 თებერვალს "თავისუფლების დილის" ეთერში სტუმრად იყვნენ თათია სხირტლაძე, ავსტრიის ქალაქ ვენის გამოყენებითი ხელოვნების უნივერსიტეტის დოცენტი და ნინო ახობაძე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არსებული დიზაინის საერთაშორისო სკოლის სასწავლო პროგრამების კოორდინატორი. სტუმრები საუბრობდნენ პროექტზე "Thonet-ის ისტორიები დისტრიბუციის კვალდაკვალ: Thonet Nr. 14-ის ანუ ვენური სკამის დეკონსტრუქცია." ერთწლიანი პროექტი 2015 წლის ოქტომბერში დაიწყო და ერთგვარი კულტურული დიალოგია ვენასა და თბილისს შორის, რომლის ფარგლებშიც ქართველ და ავსტრიელ სტუდენტებს საშუალება ექნებათ ერთმანეთის ქვეყნებში იმოგზაურონ, გაუზიარონ გამოცდილება და ერთად იმუშაონ ცნობილი ვენური სკამების არამიზნობრივ გამოყენებაზე. პროექტი ითვალისწინებს როგორც კვლევით ნაწილს, ექსკურსიებს, შეხვედრებს და საარქივო მასალების მოძიებას, ასევე პრაქტიკულ სამუშაოს და ვორკშოპებს. Thonet-ის სკამების მეორედ "გადამუშავების" შედეგად სტუდენტებმა უნდა შექმნან საკუთარი დიზაინით ფუნქციური ნივთები, რომლებიც შეიძლება დუნაის ნაპირებიდან შავ ზღვამდე ტრანსპორტირებისთვისაც გამოიყენონ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG