Accessibility links

logo-print

ნინო არობელიძის მუსიკალური სამყარო: ხეტიალი და დაბრუნება


ნინო არობელიძე (ფოტო: http://artistecard.com/ninoarobelidze)

ნინო არობელიძე (ფოტო: http://artistecard.com/ninoarobelidze)

„ნინო არობელიძე ახალ გზაჯვარედინებს ქმნის პოპმუსიკას, ჯაზს, სოულს და ძალიან მაგარ ბიტბოქსინგს შორის“ - ასე აღწერს ერთ-ერთი კრიტიკოსი წარმოშობით ქართველი მუსიკოსის შემოქმედებას. ნინო არობელიძე 31 წლისაა - მან 14 წლის ასაკში დატოვა საქართველო მშობლებთან ერთად და ამჟამად ჩიკაგოში ცხოვრობს. კრიტიკოსების შეფასებით, მისი ხმა და ფრაზირება მდიდარი, ინდივიდუალური და ლაღია და მას ერთგვარად ძველებური, „ვინტიჯ“ ელფერიც დაჰკრავს. ნინო ამჟამად მეხუთე ალბომზე მუშაობს, თანამშრომლობს ლეიბლ Ni Fu Ni Fa Records-თან. საქართველოში ის უკვე 15 წელია არ ყოფილა, თუმცა ამბობს, რომ ფიქრით, განწყობით თუ ემოციით ყოველთვის უბრუნდება თავის ბავშვობის ქალაქს. მუსიკოსს ახლახან სალომე ასათიანმა დაურეკა ჩიკაგოში.

XS
SM
MD
LG