Accessibility links

logo-print
თბილისში მიმდინარეობს ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია კავკასიასა და თურქეთში წითელას ეპიდაფეთქების პრევენციისა და კონტროლის შესახებ. შეხვედრას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ ბიუროსთან ერთად ატარებს. რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო კონფერენციის მონაწილე, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ევროპის რეგიონული ჯგუფის ხელმძღვანელი ნინო ხეცურიანი. მან ისაუბრა როგორც წითელას ეპიდაფეთქების მიზეზებზე, ისე იმაზე, თუ რა მდგომარეობაა ამ მხრივ დღეს საქართველოში, ზოგადად მეზობელ ქვეყნებში და რა კეთდება იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული მორიგი ეპიდაფეთქება.
XS
SM
MD
LG