Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიუ-იორკის შიდაპარტიულ არჩევნებში ტრამპმა და კლინტონმა გაიმარჯვეს 


დონალდ ტრამპი, ჰილარი კლინტონი
დონალდ ტრამპი, ჰილარი კლინტონი

აშშ-ში რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა და დემოკრატმა ჰილარი კლინტონმა გაიმარჯვეს ნიუ-იორკის შიდაპარტიულ არჩევნებში, რის შედეგადაც კიდევ უფრო გამყარდა მათი პოზიციები პრეზიდენტობის კანდიდატებად ნომინაციისათვის ბრძოლაში.

ნიუ-იორკი როგორც ტრამპის, ისე კლინტონის მშობლიურ შტატად ითვლება და ორივემ დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწია. საინფორმაციო სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვა აჩვენებს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატად ნომინაციისათვის მებრძოლი დემოკრატები, კლინტონი და ბერნი სანდერსი, მთელი ქვეყნის მასშტაბით თანაბარი მხარდაჭერით სარგებლობენ - მათ გამოკითხულთა 47-47% ემხრობა. რესპუბლიკელებს შორის კი 44%-ით ლიდერობს ტრამპი, მას 33%-ით და 16%-ით მოჰყვებიან თედ კრუსი და ჯონ კასიჩი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG