Accessibility links

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა სვეტლანა ალექსიევიჩს


სვეტლანა ალექსიევიჩი

სვეტლანა ალექსიევიჩი

ბელორუს გამომძიებელ ჟურნალისტსა და მწერალ ქალს სვეტლანა ალექსიევიჩს ლიტერატურის დარგში 2015 წლის ნობელის პრემია მენიჭა. „მისი პოლიფონიური თხზულებები ჩვენი დროის ტკივილისა და გამბედაობის ძეგლია“, - აღნიშნა ლაურეატის გამოცხადების დროს შვედეთის აკადემიამ.

67 წლის ალექსიევიჩის შემოქმედება ასახავს ისეთ ეპოქალურ მოვლენებს, მათ შორის ჩერნობილის ბირთვული კატასტროფასა და საბჭოთა კავშირის დაშლას, რომლებიც გავლენას ახდენდნენ ბელორუსიის ცხოვრებაზე საბჭოთა ეპოქაში და მის შემდეგაც.

მისი ორი რომანი „ჩერნობილის ლოცვა“ და „სეკონდ ჰენდი დრო“, თანამედროვე ეპოქაში მცხოვრებ საბჭოთა თაობას ეხება.

სვეტლანა ალექსიევიჩს 960 ათას დოლარი გადაეცემა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG