Accessibility links

logo-print

ქიმიის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა სამ მეცნიერს


ნობელის პრემიის მფლობელები ქიმიის დარგში

ნობელის პრემიის მფლობელები ქიმიის დარგში

2015 წლის ნობელის პრემია ქიმიის დარგში მიენიჭა სამ მეცნიერს - შვედ ტომას ლიდალს და ამერიკელებს პოლ მოდრიჩს და აზიზ სანჩარს დაზიანებული დნმ-ის შეკეთების კვლევისათვის.

„მათი კვლევა იძლევა ფუნდამენტურ ცოდნას იმის შესახებ, თუ როგორ ფუნქციონირებს ცოცხალი უჯრედი და გამოყენებულია, მაგალითად, კიბოს ახლებური მკურნალობის განსავითარებლად“, - ნათქვამია შვედეთის მეცნიერებათა სამეფო აკადემიის განცხადებაში.

სამი მეცნიერი გაინაწილებს ნობელის პრემიასთან დაკავშირებულ ფულად ჯილდოს, 960 ათასამდე დოლარს. მიმდინარე კვირაშივე გამოცხადდება ლიტერატურისა და მშვიდობის დარგებში ნობელის წლევანდელი პრემიების მფლობელები.

ნობელის პრემია გაიცემა 1901 წლიდან შვედი მეცნიერისა და ფილანტროპის, ალფრედ ნობელის ნებით.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG