101 წლის ასაკში გარდაიცვალა მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული მილიარდერი, დევიდ როკფელერი. გაზეთ „ნიუ იორკ ტაიმსის“ ცნობით, როკფელერი გარდაიცვალა ნიუ-იორკის შტატში, საგვარეულო მამულში. მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანების რეიტინგით, რომელიც 20 მარტს გამოაქვეყნა გამოცემა „ფორბსმა“, როკფელერს 581-ე ადგილი ეკავა 3,3 მილიარდი დოლარით. მისი ბაბუა, ჯონ როკფელერი, იყო კომპანია „სტანდარტ ოილის“ დამფუძნებელი და მსოფლიოში პირველი მილიარდერი.
ყველაზე პოპულარული
1