Accessibility links

logo-print

ნულანდი: მზად ვართ დამატებითი სანქციებისთვის


ვიქტორია ნულანდი

ვიქტორია ნულანდი

ობამას ადმინისტრაცია ამტკიცებს, რომ უკრაინაში ინტერვენციის გამო რუსეთის დასასჯელად გადადგმული ნაბიჯები შედეგიანია და რომ ამერიკა მზადაა, აღმოსავლეთ ევროპაში მოვლენების განვითარების შესაბამისად, რუსეთს კიდევ უფრო მკაცრი სანქციები დაუწესოს. [თუმცა] ადმინისტრაციის უმაღლესი თანამდებობის პირები სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სკეპტიკურად განწყობილმა კანონმდებლებმა მკაცრად გააკრიტიკეს.

ძალზე ცოტა რამ გაკეთდა და თან დიდი დაგვიანებით - ასე შეიძლება, განისაზღვროს უკრაინის საკითხებზე სენატში მიმდინარე მოსმენების ლაიტმოტივი. ამ შეხედულებისაა ამერიკელი კანონმდებლების ნაწილი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით.

ძალიან ცოტა რამ გაკეთდა და ძალიან დიდი დაგვიანებით - ასე შეიძლება შეჯამდეს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შესახებ კაპიტოლიუმში გამოთქმული მოსაზრებები. ეს შეხედულება გაჟღერდა ოთხშაბათს რესპუბლიკელი სენატორის ბობ კორკერის გამოსვლაში.

მრცხვენია ჩვენი მოქმედების გამო. ვიცით, რომ არაფერს ვიღონებთ. არც არაფერს ვაკეთებთ. ჩემი აზრით, ვენი ქვეყანა ამ და ბევრი სხვა მიმართულებით ქაღალდის ვეფხვივით იქცევა და ერს სერიოზულ, გრძელვადიან ზიანს აყენებს, - აცხადებს ის.

მაგრამ ობამას ადმინისტრაციის წარმომადგენელი ირწმუნება, რომ რუსული აგრესიის პასუხად ამერიკა პასიური სულაც არ არის. ევროპასთან ურთიერთობის საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდმა შეერთებული შტატების მიერ რუსეთზე დაკისრებულ სანქციებზე გააკეთა მინიშნება:

თუ რუსეთი კურსს მკვეთრად არ შეცვლის და სეპარატისტების მხარდაჭერას არ შეწყვეტს, მზად ვართ, ძალიან მალე მას დამატებითსაზღაური გადავახდევინოთ, მათ შორის დამიზნებული, სექტორული სანქციების საშუალებით. რუსეთის ეკონომიკა რეცესიის ზღვარზე, რაც ნაწილობრივ უკრაინაში ინტერვენციისა და ჩვენი სანქციებისაფასურია. რუსებმა საკუთარ თავს უნდა კითხონ, რა მოუტანა მათ, ან უკრაინელ ხალხს მათი მთავრობის პოლიტიკამ, - აცხადებს ნულანდი.

საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის მოადგილე დერეკ შოლეც კი აღიარებს, რომ უკრაინის მიმართ რუსეთის პოლიტიკა დიდად არ შეცვლილა.

ძალიან გვაშფოთებს უკრაინის აღმოსავლეთში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვითარება. რუსეთის სამხედროები ორი ქვეყნის საზღვარზე სამხედრო ძალის, აღჭურვილობისა და ფინანსების მოძრაობას აქტიურად უწყობენ ხელს. ამას გარდა, რუსეთის არაოფიციალური შეიარაღებული ძალები და მათგან მხარდაჭერილი სეპარატისტები აღმოსავლეთ უკრაინაში კვლავ აქტიურად მოქმედებენ. ფინანსურად ორივეს რუსეთი უმაგრებს ზურგს, – აღნიშნავს ამერიკის თავდაცვის მდივნის მოადგილე.

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დემოკრატი თავმჯდომარის, რობერტ მენენდესის აზრით, მოსკოვს იმედი აქვს, რომ მსოფლიო უკრაინის მოვლენებისადმი ინტერესს დაკარგავს. „ყირიმზე უკვე აღარავინ საუბრობს,“ - ამბობს მენენდესი.

დრო პუტინის სასარგებლოდ მუშაობს. პუტინისთვის აუცილებელი არ არის, დღესვე გაიმარჯვოს. მას უკრაინის აღმოსავლეთში მხოლოდ გაყინული კონფლიქტი სჭირდება, რომელსაც გამოიყენებს მაშინ, როცა მსოფლიოს ყურადღება მოდუნდება, - აცხადებს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე.

სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი ვიქტორია ნულანდის ამბობს, რომ მოსკოვი არასწორ გათვლას აკეთებს, თუ ჰგონია, რომ მისი ქმედება დაუსჯელად ჩაივლის. სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ვარაუდით, დასავლეთი ევროპა ამერიკის მიერ ინიცირებულ ახალ სანქციებს მხარს დაუჭერს. უკრაინაში ინტერვენციის გაგრძელების შემთხვევაში, [ახალი] სანქციების სამიზნე რუსეთის ეკონომიკის კონკრეტული სექტორები იქნება.

XS
SM
MD
LG