Accessibility links

logo-print

ხუთშაბათს, 24 ივლისს, ვენეციის ბიენალეს დირექციამ გამოაქვეყნა იმ ფილმების სია, რომლებსაც კინოს მოყვარულები და კრიტიკოსები ვენეციის წლევანდელ, 71-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე იხილავენ. რადიო თავისუფლების მსმენელებმა უკვე იციან, რომ კონკურსში სახელწოდებით „ჰორიზონტები“ ჩართული იქნება ქართველი კინორეჟისორის ნუცა ალექსი-მესხიშვილის ახალი მხატვრული ფილმი „კრედიტის ხაზი“. „ჰორიზონტებში“ სულ ოცი სურათი მონაწილეობს და მისთვის საგანგებო კომისია არჩევს ფილმებს, რომლებიც, როგორც ფესტივალის ოფიციალურ ვებსაიტზე ვკითხულობთ, „გამოხატავს საერთაშორისო კინემატოგრაფის უახლეს ესთეტიკურსა და გამომსახველობით ტენდენციებს“. დღეს ნუცა ალექსი-მესხიშვილი მეათე სტუდიის სტუმარია. მას დავით კაკაბაძე მასპინძლობს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG