Accessibility links

ობამა: აშშ მზადაა რუსეთთან და ირანთან ითანამშრომლოს სირიის კრიზისის გადასაჭრელად


ბარაკ ობამა

ბარაკ ობამა

აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა აცხადებს, რომ ვაშინგტონი ყველა ქვეყანასთან ითანამშრომლებს სირიაში არსებული კრიზისის გადაჭრის მიზნით და კონკრეტულად ასახელებს რუსეთს და ირანს. თუმცა ობამამ, რომელიც ამ განცხადებით ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოვიდა, ხაზი გაუსვა, რომ სირიაში შეუძლებელი იქნება ვითარება ომამდელ სტატუსკვოს დაუბრუნდეს.

„უნდა ვაღიაროთ, რომ ამდენი ნგრევის და სისხლისღვრის შემდეგ შეუძლებელი იქნება ომამდელი სტატუსკვოს აღდგენაო“, - განაცხადა ობამამ. აშშ-ის პრეზიდენტმა დაგმო და ტირანი უწოდა სირიის პრეზიდენტ, ბაშარ ალ-ასადს და განაცხადა, რომ ასადი არ უნდა გააძლიეროს ძალისხმევამ, რომელიც ექსტრემისტული ჯგუფის, „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგაა მიმართული.

ობამამ ასევე თქვა, მსოფლიო განზე ვერ გადგება იმ დროს, როცა რუსეთი არღვევს უკრაინის მთლიანობას და სუვერენიტეტსო. ობამას თქმით, ვაშინგტონს არ სურს რუსეთის იზოლირება. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სურს რუსეთი ჩაერთოს დიპლომატიურ ძალისხმევაში, რათა კრიზისი გადაიჭრას ისე, რომ უკრაინას მიეცეს საკუთარი მომავლის განსაზღვრის საშუალება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG