Accessibility links

logo-print

ობამას სიფრთხილის გამო აკრიტიკებენ


ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, თეთრი სახლი, ოვალური ოფისი, 2014 წლის 10 სექტემბერი

ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, თეთრი სახლი, ოვალური ოფისი, 2014 წლის 10 სექტემბერი

ამერიკის ადმინისტრაციის მოქმედებების ტემპი მას შემდეგ შეიცვალა, რაც „ისლამურმა სახელმწიფომ“ ორი ამერიკელი ჟურნალისტის სიკვდილით დასჯის კადრები გაავრცელა. ტერორიტსულ ჯგუფს იმ დორისთვის უკვე დაკავებული ჰქონდა ერაყის ნაწილი. რესპუბლიკელი კანონმდებლები და პრეზიდენტის სხვა კრიტიკოსები ადმინისტრაციის საგარეო კურსის შეცვლას და საერთაშორისო დონეზე უფრო გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმას სთხოვენ.

ამერიკის რესპუბლიკელი სენატორი ტედ კრუზი ამბობს:

„ჩვენ არ უნდა გვქონდეს 'პრეს-რელისების' საგარეო პოლიტიკა, რომლებიც იმას იუწყება თუ სად ჩამოვაგდეთ ბომბი და სად გავუშვით რეკეტა და ამის მიღმა არ გვქონდეს სტრატეგია, რომელიც მკაფიო სამხედრო მიზანს ემსახურება ამერიკის ეროვნული ინტერესების დასაცავად.“

პრეზიდენტს საკუთარი პარტიის წევერბიც აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ ის ზედმეტად ფრთხილობს ერაყში არსებულ მდგომარეობაზე რეაგირების გაკეთებასთან დაკავშირებით.

კენ სოფერი ამერიკის პროგრესის ცენტრის უფროსი მკვლევარია. ის ამბობს, რომ ადმინისტრაციის პოლიტიკური ოპონენტებისთვის ადვილია პრეზიდენტის კრიტიკა ერაყში სიფრთხილის გამოჩენასთან დაკავშირებით. პრეზიდენტის მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესი არა დაუყოვნებელ, არამედ სტრატეგიულ და გრძელვადიან მიზნებს ეხება:

„პრეზიდენტის ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი ძლიერი მახასიათებელი ის არის, რომ ის რთულ საკითხებზე დაუფიქრებლად არ რეაგირებს, მსოფლიოში მიმდინარე კრიზისებს ყურადღებით აკვირდება და ამის შემდეგ აფასებს, თუ როგორ მოხდეს ამერიკის ინტერესებისა და მოქალაქეების წინააღმდეგ არსებული საფრთხეების გაუვნებელყოფა.“

„ისლამური სახელმწიფოს“ კრიზისზე პრეზიდენტის ფრთხილი მიდგომისა და სამხედრო ძალის გამოყენებაზე უარის თქმამ, ამერიკაში გაამყარა ის შეხედულება, რომ ამერიკა იზოლაციონისტურ საგარეო პოლიტიკას აწარმოებს.

ეს შეხედულება მაშინ იკრებს ძალას, როცა მსოფლიოს მაშტაბით არაერთი ქვეყანა ამერიკისგან გადამწყვეტ მოქმედებებს და კრიზისების დარეგულირებაში წამყვანი როლის შესრულებას მოელის. ეს ეხება არა მხოლოდ „ისლამურ სახელმწიფოს,“ არამედ რუსეთის მიერ უკრაინაში სამხედრო აგრესიასაც.

ბრუკინგსის ინსტიტუტის მკვლევარი მაკლ ოჰანლონი ამბობს:

„ჩემი აზრით, პრეზიდენტი რამდენიმე წლის განმავლობაში ცდილობდა მსოფლიოსთვის ეჩვენებინა, რომ ამერიკას საერთაშორისო პოლიტიკაში შეიძლება შემცვლელი გამოუჩნდეს. იმედია ის დარწმუნდა, რომ ამერიკამ კოალიციებთან და პარტნიორებთან უნდა იმუშაოს და 21-ე საუკუნეში ამერიკის გარდა არ არის ქვეყანა, რომელიც მსოფლიო ლიდერის როლს შეასრულებს.“

ოჰანლონი ამბობს, რომ ობამას ჯერ კიდევ აქვს დრო საგარეო პოლიტიკის კურსი შეცვალოს და უფრო გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგას. მან ასევე უნდა იფიქროს იმაზე, რომ მსოფლიოში წამყვანი ძალის როლი ამერიკის შესასრულებელია.

XS
SM
MD
LG