Accessibility links

logo-print

16 ივლისს, პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ საგანგებო მოხსენებაში რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ ისაუბრა. შეერთებული შტატების ლიდერმა მიზანში ამოიღო მსხვილი რუსული ბანკები, აგრეთვე ენერგო და სამხედრო-სამრეწველო კომპანიები. მიმომხილველები აღნიშნულ სანქციებს აშშ-ის მიერ დაწესებულ ყველაზე მკაცრ სადამსჯელო ზომებს უწოდებენ.

უკრაინაში შექმნილი ვითარების მიმოხილვისას, პრეზიდენტმა ობამამ აღნიშნა, რომ რუსეთს კონფლიქტის დეესკალაციისათვის არაფერი გაუკეთებია და არც კონკრეტული ქმედებებით დაუდასტურებია, რომ გამოსავლის მოძებნას ცდილობს. ახალი სანქციები, რომელიც რუსული კომპანიებისთვის აქტივების გაყინვას და ახალ ფინანსურ წყაროებზე წვდომის შეზუდვას გულისხმობს, ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციების შედეგია.

რუსეთის რეაქციამ არ დააყოვნა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა დაგმო ის პოლიტიკოსები და ბიუროკრატები, რომლებიც, მისი განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილების უკან დგანან. რიაბკოვმა „ინტერფაქსს“ განუცხადა, რომ რუსეთი კონტრზომებს მიიღებს და ეს ზომები იქნება „მტკივნეული და სერიოზული“.

XS
SM
MD
LG